მსოფლიო დღეს

ბოლო ცნობები თურქეთიდან: დაღუპულთა რაოდენობა 15 ათასს უახლოვდება - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრებით დაღუპულთა რაოდენობა კვლავ იზრდება, იუწყება Sputnik–თურქეთი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქთაიზე დაყრდნობით.
მისი თქმით, „საუკუნის კატასტროფად“ შეფასებული მიწისძვრების მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისათვის 14.351 ადამიანს შეადგენს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 63.793 კაცს მიაღწია.
ქვეყანაში კვლავ გრძელდება მიწისძვრით განადგურებული შენობების ნანგრევებში ადამიანების ძებნა. მაშველები კატასტროფიდან მესამე დღეს კვლავაც პოულობენ ცოცხლად გადარჩენილებს.
სამაშველო ოპერაციაში, თურქეთის გარდა, 11 ქვეყნის მაშველები მონაწილეობენ. როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ამბობენ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 110 ათასი სპეციალისტია ჩართული.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებს სპეციალიზებული ტექნიკა არ ჰყოფნით, რის გამოც პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გაზიანტეპში ვიზიტისას ადგილობრივების უკმაყოფილებას გადააწყდა.