მსოფლიო დღეს

„ჩინური საფრთხე“: პეკინს ნატოსა და იაპონიის კეთილგონიერების იმედი აქვს

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პეკინი იმედოვნებს, რომ ნატო და იაპონია აღმოსავლეთ აზიაში პროვოკაციებს არ მოაწყობენ რეგიონში დაძაბულობის გამოსაწვევად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა.

„ჩინეთი ყოველთვის იყო საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველი და ეს ყველასთვის აშკარაა. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები არ გააზვიადებენ ჩინურ საფრთხეს და არ გამოიწვევენ რეგიონულ კონფრონტაციას“, — განაცხადა დიპლომატმა.

ასეთი კომენტარი ნინგმა იაპონიის პრემიერ ფუმიო კიშიდასა და ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგის ერთობლივ განცხადებაზე პასუხად გააკეთა, რომლებმაც მოსკოვისა და პეკინის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
ნინგის თქმით, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში იაპონიის ტენდენციები ყოველთვის იპყრობდა მისი აზიელი მეზობლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას.
„იაპონიამ სერიოზულად უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები, მტკიცედ დაიცვას მშვიდობიანი განვითარების გზა და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც ძირს უთხრის რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთნდობას და აზიანებს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა მან.
მანამდე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უკრაინის კონფლიქტი არის არა მხოლოდ ევროპული კრიზისი, არამედ მთელი საერთაშორისო წესრიგის გამოწვევა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც უკრაინაში ხდება და გამოაქვს დასკვნები, რომლებიც გავლენას მოახდენს მის მომავალ გადაწყვეტილებებზე.