„ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“ - კალაძე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე

პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის ივლისში შეწყდა.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაში ცუდი არაფერია, პირიქით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს უკეთესი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

„თქვენ იცით, რომ ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან განმარტა, რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები მათ მიმოსვლაში დაეხმარება.
ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება>>
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
კობახიძე: ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის>>
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც იმავე წლის 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს