„ჩვენ მეორედ შევდივართ იმ ფაზაში, რაც შარშან იყო, როდესაც მცურავი ბაჟი გაიზარდა და, შესაბამისად, წისქვილები გაჩერდა. ჩვენ ახლა ისევ ამ რისკის წინაშე ვდგავართ, უბრალოდ ველოდებით ტრენდი როგორი იქნება და ველოდებით, რა რაოდენობის კვოტას მისცემენ იმ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთიდან ხორბალი შემოაქვთ. ამაზე ვართ ორიენტირებული“, – განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“.
„კვოტა ნიშნავს ხორბლის მხოლოდ გარკვეული რაოდენობის გამოტანას რუსეთიდან მსოფლიო ბაზარზე. ჩვენმა პარტნიორებმა, რომლებიც ხორბალს გვაწვდიან, უნდა აიღონ კვოტის ეს რაოდენობა. წარდგენის ვადა 31 იანვრამდეა. კომპანიებს რუსეთში რა რაოდენობას მისცემენ, ცნობილი არ არის“, – განმარტა სილაგავამ.
„რუსეთი ისევ რჩება ჩვენთვის ძირითად მომწოდებლად, იმიტომ რომ მაინც ყველაზე უფრო იაფი ხორბალი რუსეთიდან მოდის. ასევე მოხერხებულია ლოგისტიკა – გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ანუ მეზობელი ქვეყნიდან ტრანსპორტირების ღირებულება უფრო მისაღებია, ვიდრე სხვა ბაზრებიდან“, – განაცხადა სილაგავამ.