თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თელავში, საკუთარ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ალაზნის ქუჩაზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, 25 წლის ქალი გარდაცვლილი აბაზანაში იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა, თუმცა ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.