თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. „თურქეთის ავიახაზების“ ეკიპაჟის მეთაურმა, რომელიც სტამბოლი-ტოკიოს რეისს ახორციელებდა, მოითხოვა ავარიული დაშვება ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების გამო, იუწყება აეროპორტის პრესსამსახური.
Boeing 777 ბაქოს აეროპორტში 15 იანვარს, ადგილობრივი დროით 07:15 საათზე დაეშვა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
მგზავრისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია ბაქოს ერთ-ერთ კლინიკაში.
თვითმფრინავი ბაქოდან ტოკიოში 09:30 საათზე გაფრინდა.