„საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე“ - ჩიხლაძე ოპოზიციის გეგმებზე

აქციები 2022 წელს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწყვეს და არა ოპოზიციურმა პარტიებმა.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ოპოზიცია 2023 წელს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ერთობლივ საპროტესტო აქციებს გეგმავს, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.
გასულ 2022 წელს საქართველოში საპროტესტო აქციები უფრო ხშირად პოლიტიკური პარტიების გარეშე ტარდებოდა და ძირითადად სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.

„ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბრძოლის უფლება, რასაც გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩიხლაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰქონდეს მოქმედებების ერთიანი გეგმა და ერთიანი სტრატეგია, მათ შორის, ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის.
ამჟამად ძირითადი პოლიტიკური ბრძოლა არა ქალაქების ქუჩებში, როგორც ეს საქართველოს სჩვევია, არამედ პარლამენტში მიმდინარეობს. გამონაკლისი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული სუფთა პოლიტიკური აქცია, რომელიც ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.
„ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრიდან გამოჩნდა მხოლოდ პარტია „დროას“ ლიდერი, „ნაცმორაობის“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია, დანარჩენმა პარტიებმა კი ეს აქცია უყურადღებოდ დატოვეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს