თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება პროდუქციის ასაწონად ოფიციალურად აიკრძალება.
დღეს საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება ოფიციალურად შეზღუდულია. ერთადერთი ის პროდუქტების ასაწონად გამოიყენება დიდ სუპერმარკეტებსა და ბაზრებში. ამასთან მაღაზია ასეთ პაკეტებს მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს.
ახალი წესების მიხედვით, მაღაზიებს პლასტიკური პარკების ჩანაცვლება ბიოდეგრადირებადი პაკეტებით მოუწევთ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სუპერმარკეტები უარს იტყვიან უფასო პარკების გამოყენებაზე და მათ ფასიანს გახდიან.
საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა. შეზღუდვის მიზანია გარემოს დაცვა. სუბიექტების მიერ კანონის ნორმის დარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ექვემდებარება კონფისკაციას. განმეორებითი დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 1.000 ლარის ოდენობით.
წარმოების პროცესს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს, იმპორტს – ფინანსთა სამინისტრო, რეალიზაციის პროცესს კი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.