თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი, ასევე სამხედრო მოსამსახურეები 1 იანვრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
საქართველოში ძალოვანი უწყებების ყველა თანამშრომლის ხელფასი 20%-ით გაიზარდა.
დღეისთვის სამხედრო მოსამსახურის მინიმალური ხელფასი 1,1 ათას ლარს შეადგენს, პოლიციელებისა და სუს-ის თანამშრომელთა ხელფასი კი 1,5 ათას ლარს.
ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელთა ხელფასების გაზრდაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 290 მლნ ლარი გამოიყო.