წინასაახალწლო პერიოდში ქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა მოედანზე ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით უფასო კონცერტები იმართება.
თუ როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალ წელს ბათუმში, მკითხველი „Sputnik-საქართველოს" მასალაში გაიგებს.
31 დეკემბერს ბათუმში მზიანი და თბილი ამინდია ნავარაუდევი, ანუ 1 იანვარს აჭარის დედაქალაქში თოვლი არ არის მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს, 31 დეკემბერს ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 6, ხოლო დღისით პლუს 12 გრადუსი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. დღისით მოსალოდნელია ღრუბლიანი, უნალექო ამინდი.
ახალი წლის პირველ დღეს, 1 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 12, ღამით კი პლუს 6-7 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.