სააკაშვილის მხარდასაჭერად: კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეწყვიტა შიმშილობა

Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა, განაცხადეს პოლიტიკოსის თანაპარტიელებმა.
ექიმებმა ჯანაშიას რეაბილიტაციის გავლა სახლში, სპეციალური კვების რეჟიმით ურჩიეს.
რაც შეეხება სხვა მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად შიმშილობას აგრძელებს.
პარასკევს დილით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა შიმშილობა დეპუტატმა დავით კირიკიტაძემ. ის კლინიკაში რამდენიმე დღეს დარჩება.
ერთ-ერთმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა >>
15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ სამმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა პარლამენტის შენობაში მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყეს. 16 დეკემბერს მათ ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, თემურ ჯანაშია შეუერთდა.
დეპუტატებმა შიმშილობა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.
პირველმა შიმშილობა აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა.