თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი, ფეხბურთის ექსპერტი ვლადიმერ გუცაევი დღეს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ვლადიმერ გუცაევი დაიბადა 1952 წლის 21 დეკემბერს ახალგორის მუნიციპალიტეტში. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ქართული ფეხბურთის ლეგენდა საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.
ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი და დავით ყიფიანი
© photo: courtesy of Ministry of Sports and Youth Affairs of Georgia
1981 წლის 13 მაისს ვლადიმერ გუცაევი თავის საფეხბურთო კარიერაში და მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა. 63-ე წუთზე ანგარიში გერმანელმა ფეხბურთელებმა გახსნეს – ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გუცაევმა გაათანაბრა და ამით „დინამოს“ ისტორიულ გამარჯვებას დაუდო სათავე.
ვლადიმირ გუცაევი
© AP Photo / Beatrix Stampfli
გუცაევი, გუნდთან ერთად, სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1978 წელს ჩემპიონი გახდა. ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1976 და 1979 წლებში.
ვლადიმერ გუცაევი (მარცხნივ) და შოთა არველაძე (მარჯვნივ)
© photo: Sputnik / Г. Ахаладзе
/ გუცაევმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში 47 ბურთი გაიტანა, ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე 34 შეხვედრაში კი – 8 გოლი.