მსოფლიო დღეს

შეიცვალა COVID-19-ით გარდაცვალების კრიტერიუმი: ექსპერტის განმარტება

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ქვეყანაში ამიერიდან კორონავირუსით გარდაცვლილად ჩაითვლებიან მხოლოდ ის პაციენტები, რომელთა სიკვდილის მიზეზიც COVID-19-ით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა გახდა, განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მთავარმა ექსპერტმა ვან გუიციანმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ომიკრონ-შტამით ინფიცირებულთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ყველაზე ხშირად ის დაავადებებია, რომლებიც ადამიანს COVID-19-მდეც ჰქონდა, ხოლო მათი რიცხვი, ვინც უშუალოდ კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით იღუპება, საკმაოდ დაბალია.

„ამიერიდან COVID-19-ით გარდაცვლილად ჩაითვლებიან ისინი, ვინც უშუალოდ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით დაიღუპება. ხოლო სხვა ისეთი თანმდევი დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა და ცერებლოვასკულარული დაავადებები, არ კლასიფიცირდება COVID-ით გამოწვეულ გარდაცვალებად“, — განმარტა გუიციანმა.

ამასთან მიმდინარე წლის დეკემბერში ჩინეთში საერთოდ აიკრძალა PCR-ტესტირება და ადამიანებს ერთი რეგიონიდან მეორეში ტესტის პასუხის წარდგენის გარეშე მგზავრობის უფლება მიეცათ. ამ ნაბიჯზე ქვეყნის ხელისუფლება მას შემდეგ წავიდა, რაც ჩინეთის მოსახლეობამ ნოემბერში მასშტაბური აქციებით გააპროტესტა მკაცრი კორონავირუსული შეზღუდვები.
წყარო: scmp