„საქართველოს რკინიგზამ“ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსის „2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობა“ (BARTA) ნომინაციაში „მსხვილი არასაფინანსო კომპანია“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
კონკურსში 200–ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
BARTA 2019 წელს ევროპის კავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საკითხებში ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრების გადაყვანაზე და ტვირთების გადაზიდვაზე.
მთავრობა „საქართველოს რკინიგზის“ გამტარუნარიანობის გაზრდას აპირებს>>
ის ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვას, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. ის ასევე უზრუნველყოფს მგზავრთა შიდა და საერთაშორისო გადაყვანას.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო–თბილისი–ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს