თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, „მზიურის“ პარკში ყველა მსურველს 10 დეკემბერს, 18:00 საათზე ჩიჩილაკის ანთებაზე ეპატიჟებიან.
რადგან ჩიჩილაკი „წარმოშობით“ გურიიდანაა, ამ რეგიონიდან ექვს უფროსკლასელს იწვევენ. ინიციატივის ფარგლებში კაფე „მზიური“, რომელსაც ექვსი წლის იუბილე აქვს, ამ მოსწავლეებს მთელი წლით დაუფინანსებს ინტერნეტს. ამ საქველმოქმედო აქციისთვის კაფეში თანხის შეგროვება გამოცხადდა – უნდა შეგროვდეს მინიმუმ 1.440 ლარი.
კაფე „მზიური“
© courtesy of Cafe Mziuri
ყველა მსურველს შეუძლია ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში „ჩართეს" საქველმოქმედო პლატფორმის მეშვეობით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც 1 ლარით დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი რეგიონებში მცხოვრებ უფროსკლასელებს.