თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები – მხოლოდ ნოემბერში ქვეყანას ეწვია 108,2 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 362,1%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 32%-ით მეტი, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობაში.
საქართველომ წლის დასაწყისიდან მიიღო 4,8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 185,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 44,1%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3,3 მილიონი, რაც 133,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარი–ნოემბერში. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 70,2%-ით.
ლიდერები საქართველოში ვიზიტების მხრივ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ ნოემბერში ქვეყანას ეწვია 108,2 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 362,1%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 32%-ით მეტი.
ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით. 2022 წლის იანვარი-ნოემბერი
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
რუსეთი | 997,7 | 412,9 |
თურქეთი | 726,4 | 147,2 |
სომხეთი | 666,4 | 346,3 |
ისრაელი | 194,6 | 194,6 |
უკრაინა | 156,5 | 13,5 |
ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტების რაოდენობა. იანვარი–ნოემბერში მათ ისტორიულ სამშობლოში განახორციელეს 271,2 ათასი ვიზიტი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით ორჯერ მეტია.
ტურისტების ძირითადი ნაწილი – 65,2% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა (ლიდერობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი"). მეორე ადგილზეა საჰაერო გზა – 33,8% (ლიდერობს თბილისის აეროპორტი).