რამდენ მგზავრს მოემსახურა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები

დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35-მდე ავიაკომპანია ასრულებს.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ნოემბერში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ნოემბერში თბილისის აეროპორტი 232.092 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 8%-ით გააუმჯობესა.
დღეისათვის აეროპორტში 35 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 38 მიმართულებით ახორციელებენ.
TAV Georgia ბათუმის აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს>>>
რაც შეეხება ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ნოემბერში მისით 34.153-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 15%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 30%-ით მეტი 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.