აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბარსელონაში ეცნობიან

IBTM World მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონაში გამართულ ტურისტულ გამოფენა IBTM World-ზე ეცნობიან, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ღონისძიებაში მსოფლიოს 100 ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. გამოფენაზე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგენს.
აჭარა IBTM World-ის გამოფენაზე
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია საქმიან შეხვედრებს მართავს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ.
გამოფენის პარალელურად იმართება რიგი პრეზენტაციები და წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის შესაძლებლობების გაცნობას.
აჭარა IBTM World-ის გამოფენაზე
გამოფენის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჟურნალ The Headquarters-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც MICE-ტურიზმის (საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფერო, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებასთან - რედ.) მიმართულებით ამზადებენ სტატიებს.
IBTM World მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა.
აჭარა IBTM World-ის გამოფენაზე
გამოფენაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ტურისტული მიმართულება და მომწოდებელი მონაწილეობს, რაც საქმიანი კავშირების დამყარებისა და ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა.