რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა Binance-ის დამფუძნებელთან

Binance-ის შვილობილი კომპანიები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, ხოლო კანონმდებლობა მზად არის კრიპტობირჟის რეგულირებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის Binance-ის დამფუძნებელთან და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრაზე.
შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებაზე, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობაზე.
ასევე აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ამასთან, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა Binance-ის დამფუძნებელ ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრა გამართა
შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები გააჩნია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. Forbes-ის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება 17,4 მლრდ დოლარს შეადგენს.