თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik.ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა ფინეთის ქალაქ ესპოში გამართული გრან პრის სერიის მეექვსე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, იუწყება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.
ISU-ს გრან-პრის მეექვსე, დასკვნითი ეტაპი ესპოში 25 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბერს დასრულდა. ეტაპის შედეგებით გაირკვა ფინალისტების სიამ რომლებიც 8-11 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
ქართველების წყვილმა 166,65 ქულა დააგროვა. ორი ეტაპის საერთო შედეგების გათვალისწინებით მეტელკინა-პარკმანის წყვილმა 20 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რაც ტურინში ფინალზე გასამგზავრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ გრან-პრის მეექვსე ეტაპზე ქართველი წყვილის შედეგი გახდა საუკეთესო მოზრდილთა შეჯიბრებებში მონაწილეობის ისტორიაში. ქართველი წყვილი ISU 2022/2023 რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.