დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ნოემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 23 ნოემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ეჭვიანობის დღეა – ან თქვენ იეჭვიანებთ, ან თქვენ მიმართ იეჭვიანებს ვინმე. ეცადეთ, ამ გრძნობას გასაქანი არ მისცეთ. ურთიერთობების გამორკვევა სხვა დროისთვის გადადეთ. სხვა მხრივ კარგი დღეა, რომელიც ენერგიულობას გპირდებათ პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ნოემბერი>>
ვერძი: დღეს თქვენი ურთიერთობები გარშემომყოფებთან, სამწუხაროდ, იდეალისგან შორს იქნება. შესაძლოა, თვითონ თქვენ იყოთ უკომპრომისო განწყობაზე და კონფლიქტების პროვოცირება მოაწყოთ. ან ირგვლიმ მყოფებმა ცეცხლს ნავთი დაასხან თავიანთი კრიტიკითა და ზურგს უკან ჭორაობით. თუ არ გინდათ, მთელი დღე ურთიერთობების გამორკვევაში გაატაროთ, მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინეთ და იუმორი სასტიკ სატირასა და სარკაზმში არ აურიოთ.
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო: დღეს განწყობილი იქნებით საუკეთესო შედეგის მიღებისთვის. დღეს თქვენი ჰოროსკოპი აზარტისა და შეჯიბრების ფლუიდებით არის სავსე. ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ, ეცდებით, რომ სხვებს გაუსწროთ. სწორედ ამიტომ ეს დღე შესანიშნავად მიესადაგება მუშაობასა და კარიერაზე ზრუნვას. ასევე კარგი დროა ფლირტისა და სიყვარულისთვის – სწრაფვა პირველობისკენ აქაც გამოგადგებათ.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა. იქნებით ორგანიზებული და საქმიანი, ენერგიული და უდრეკი, რაც ნებისმიერ საქმეში წარმატების გარანტია. საქმეებს კეთილსინდისიერად და გულისყურით შეასრულებთ. ერთადერთი „მაგრამ“ ისაა, რომ თქვენი მომთხოვნელობა გარშემომყოფებზეც გავრცელდება და თუ ვინმე თქვენს მაღალ მოლოდინებს ვერ გაამართლებს, ამის მოურიდებლად პირში მიხლაც შეგიძლიათ.
კირჩხიბი: ურთიერთობების დღეა – ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავთ. რაც არ უნდა თქვათ ან გააკეთოთ, ეს ირგვლივ მყოფთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. ისინი მხარს დაუჭერენ თქვენს იდეებს, გკითხავენ რჩევას, შემოგთავაზებენ დახმარებას. შეგიძლიათ, თავი ორატორულ სარბიელზეც მოსინჯოთ, ან რამე პროექტის ინიციატორად გამოხვიდეთ – სხვების დარწმუნების უნარი სათანადო სიმაღლეზე გექნებათ.
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან
ლომი: დღევანდელი დღე მიმდინარე საქმეებს უნდა დაუთმოთ – ეს ყველაზე კარგად გამოგივათ. იქნებით ყურადღებიანი, შეძლებთ ისეთი საქმეების გაკეთებას, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ გყოფნიდათ, მოიფიქრებთ თითოეულ დეტალს, შეიმუშავებთ მოქმედებების გეგმას. რაც შეეხება საპასუხისმგებლო ამოცანებს, ისინი, სჯობს, გადადოთ – ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არაა.
ქალწული: დღეს ირგვლივ ყველაფერი თქვენს ინტერესს გააღვიძებს. იქნებით აქტიური, ემოციური, შემოქმედებითი ენერგიითა და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით აღსავსე. იმდენად კარგი მსმენელი იქნებით, რომ გარშემომყოფები შეიძლება ვერც კი მიხვდნენ, ისე გაგიხსნან გული და გაგიმჟღავნონ თავიანთი საიდუმლო. ერთადერთი რაც გაგიჭირდებათ, ეს რუტინული საქმის შესრულებაა.
სასწორი: დღეს ყველაფერში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, რაც საქმიან სფეროს უკავშირდება. გელოდებათ კარიერული ზრდა, გამარჯვებები სამუშაოზე, ბიზნესში, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. იღბლიანი იქნება შოპინგი. თუ სითამამე არ გყოფნით, იმუშავეთ საკუთარ თავზე და გადადგით გაბედული ნაბიჯები – ეს თქვენი დღეა, როდესაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ.
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
მორიელი: ეს დღე საუკეთესო იმისთვის, რომ ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალოთ და გეგმების რეალიზება დაიწყოთ. წარმატებული დროა ახალი წამოწყებებისთვის, ამიტომ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოთ. შესაძლოა, დიდი ხანია ახალი პროექტის დაწყება გსურთ, ან მოწევისთვის დავის დანებება. იქნებ, ფიტნესზე ჩაწერას ნატრობთ, რომანტიკულ ნაცნობობას, ან ახალ სამუშაოს? დადგა ცვლილებების დრო, იმოქმედეთ!
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა. ყველაფერი იოლად გამოგივათ. ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავათანაც და სამყაროსთანაც. ეს უპირატესობას მოგანიჭებთ საქმეების წარმოებაშიცა და ადამიანებთან ურთიერთობებშიც. შესაძლოა, რაღაც სასიამოვნო მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ან ხილული მიზეზის გარეშე იყოთ კმაყოფილი. სულიერი წონასწორობა საშუალებას მოგცემთ, ეს დღე გაატაროთ არა მარტო სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც.
თხის რქა: დღეს ფულთან მიმართებით სიფრთხილე გმართებთ – არის ზარალისა და დანაკარგის საშიშროება. ეს, პირველ რიგში, თქვენს უყურადღეებობასა და მიამიტობას შეიძლება უკავშირდებოდეს – შესაძლოა, რამე შეიძინოთ დაუფიქრებლად, დიდი თანხა დახარჯოთ გართობაზე ან თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. ასე რომ არ მოხდეს, ხარჯები უნდა გააკონტროლოთ. ინვესტიციები, ბიზნესი და თამაში ბირჟაზე დღეს საერთოდ დაივიწყეთ.
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
მერწყული: ელოდეთ ბედის საჩუქარს. დიდი ალბათობით, ეს ბიზნესს ან ფინანსებს შეეხება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პირად ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობებსაც შეეხოს. ასე თუ ისე, ფორტუნა შემთხვევით არ გაგიღიმებთ – მიიღებთ მხოლოდ იმას, რაც დაიმსახურეთ. რასაც აკეთებთ, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. მეტი ძალაუფლება გაქვთ საკუთარ ცხოვრებაზე. ამის არ შეგეშინდეთ, მხოლოდ უსაქმოდ ყოფნისა უნდა გეშინოდეთ.
თევზები: დღეს აუცილებელია, რომ მოვლენების მიმდინარეობას თვალი ადევნოთ – არ არის გამორიცხული, რომ ვითარებამ თქვენი ინფორმირებულობა და მომზადება მოითხოვოს. თუ მოდუნდებით, რისკავთ, რომ თაღლითების ან არახელსაყრელი გარემოებების მსხვერპლი გახდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ყველაფერი გააკონტროლეთ. შესაძლოა, ვინმე თქვენთვის დეზინფორმაციის მოწოდებას ცდილობს. სჯობს, ნაკლებად ნაცნობი ადამიანების ნდობა ნულამდე დაიყვანოთ.