თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ბულგარეთში დაკავებული სამი პირი, რომლებიც თურქეთში მომხდარ ტერაქტთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი, მოლდოვის მოქალაქეები არიან, დაადასტურეს მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროში.
მანამდე ტელეარხი Nova იუწყებოდა, რომ სტამბულში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული ხუთი პირი ბულგარეთში დააკავეს, აქედან სამი მოლდოვის მოქალაქეა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მედიაში მოლდოვის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სამინისტრო მყისვე დაუკავშირდა ბულგარეთის ხელისუფლებას სოფიაში მოლდოვის საელჩოს მეშვეობით და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იუწყება Sputnik-მოლდოვა.
„ამგვარად, დასტურდება, რომ სამი დაკავებული პირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ დიპმისიის წარმომადგენლები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას და ხელისუფლებას საქმის კურსში ჩააყენებენ“, - აღნიშნეს უწყებაში.
სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ უწყება მზადაა ინფორმაციის ეფექტური გაცვლისთვის ქვეყნების სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს, დაზვერვის სამსახურებს შორის ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, უცხოელი ბოევიკების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.