თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ახსენა მძიმე მეტალების შემცველობა სისხლში, მათ შორის იყო ვერცხლისწყალი.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. მთავრობის კანცელარიასთან საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია ექს-პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი. შეკრებილებს შორის არიან სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
„მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება ერთხმად, ძალიან მკაფიოდ და სწორხაზოვნად საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
აქციის მონაწილეთა თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად არის დამძიმებული და ის სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ უცხოეთში.
აქციის ჩატარების საბაბი გახდა სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადება იმის შესახებ, რომ ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოჩნდა. ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ახსენა მძიმე მეტალები, მათ შორის ვერცხლისწყალი. მათი თქმით, დეტალებს მომავალი კვირის დასაწყისში გაასაჯაროებენ.
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია უარყო >>
სააკაშვილის მომხრეები და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეერყა.