თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მყოფ ყაზახეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში - ხმის მიცემა თბილისში მდებარე საელჩოში მიმდინარეობს.
ყაზახეთის პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გარდა, ესინი არიან დეპუტატი კარაკატ აბდენი, ნაციონალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის (NSDP) წარმომადგენელი ნურლან აუესბაევი, ყაზახ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჟიგული დაირაბაევი, პროფკავშირების მიერ წარდგენილი ეკონომისტ-თეორეტიკოსი მეირამ კაჟიკენი და უფლებადამცველი სალტანატ ტურსინბეკოვა.
ყაზახეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა 277-ე საარჩევნო უბანზე, ლვოვის ქუჩა #77-ში შეუძლიათ. უბანი 20:00 საათამდე იმუშავებს. ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ ყაზახეთის მოქალაქის პასპორტი.
ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სექტემბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მანამდე მან ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზრდება. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს.