თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექსპერიმენტული გამოფენა ადამიანის უფლებების შესახებ „თვალი“ იხსნება დღეს, 18:00 საათზე „უსახელო გალერეაში“ (Untitled Gallery).
ექსპოზიცია შეეხება ადამიანის უფლებების შელახვას და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას. გამოფენა შეიქმნა არტივიზმის სამდღიანი ვორქშოპის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში House of Reconenxtion-ში ჩატარდა.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ დამწყები და უკვე შემდგარი ხელოვანები, რომელთა უმრავლესობისთვის „თვალი" სადებიუტო გამოფენა იქნება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
გამოფენა საერთაშორისო პროექტ Shrinking Civil Spaces-ის ნაწილია, რომელიც ევროსაბჭოს და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მის განხორციელებაზე Amnesty International იტალია და Human Rights Education Youth Network (HREYN) ზრუნავენ. გამოფენის ორგანიზატორია ქართული ფემინისტური მულტიმედია პლატფორმა GrlzWave.