ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს

მაშველების გადამზადების ძირითადი მიზანი სამთო-სამაშველო ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება იყო.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა სამთო-სამაშველო მიმართულებით გადაამზადეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებს გუდაურში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ.
ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს
„სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 15-მა მაშველმა ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული გადამზადება გაიარა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს
სწავლება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობითა და შამონის სამთო-სათხილამურო ეროვნული ცენტრის ექსპერტების დახმარებით განხორციელდა და მისი ძირითადი მიზანი იყო სამთო-სამაშველო ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს