დღეს 2022 წლის 10 ნოემბერია, ხუთშაბათი, ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღე დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ და ისინი ხელიდან რომ არ გაუშვათ, საქმეებს ნუ გადადებთ, ნუ მოუძებნით გამართლებას საკუთარ სიზარმაცეს, უინიციატივობას. მტკიცედ იმოქმედეთ, რადგან რის გაკეთებასაც დღეს შეძლებთ, ხვალ უკვე აღარ გამოგივათ.
ვერძი: დიდი ალბათობით, კმაყოფილი დარჩებით საქმეების განვითარებით. მოვლენები ისე აეწყობა, როგორც დაგეგმილი გაქვთ. ამას გარდა, არაა გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები, ბედის საჩუქრები, როგორიცაა მოულოდნელი პრემია, იღბლიანი ნაცნობობა, ქათინაურები... მოკლედ რომ ვთქვათ, საწუწუნო არაფერი გექნებათ.
კურო: რაღაც საკითხში, შესაძლოა, არ გეყოთ გამოცდილება ან ცოდნა. ეს შეიძლება პირად ცხოვრებასაც ეხებოდეს და სამუშაოსაც, ასევე ურთიერთობებს. თუ არ აღიარებთ, რომ ცოდნა არ გყოფნით საკითხის გადასაჭრელად, შეცდომების დაშვებით რისკავთ. ერთადერთი სწორი გზაა, იკითხოთ რჩევა სპეციალისტებთან, გარშემომყოფებთან.
ტყუპი: საქმეები იღბლიანად აეწყობა, თუნდაც დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინოთ. ეს ერთ–ერთი იმ იშვიათ დღეთაგანია, როდესაც თქვენი სურვილები თქვენს შესაძლებლობებს დაემთხვევა. არაა გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზი, რომანტიკული შეხვედრა, თანხის მიღება. კარგი დღეა საპასუხისმგებლო საუბრისთვის.
კირჩხიბი: არცთუ საუკეთესო დღეა სწავლის, გონებრივი მუშაობისა და დაგეგმვისთვის. მოსალოდნელია ბევრი შეცდომის დაშვება. თუ მაინც მოგიწევთ გონებრივი სამუშაოს შესრულება, სჯობს, ის გარკვეულ დრომდე არავის აჩვენოთ და მით უმეტეს, არ დაიწყოთ გეგმების ცხოვრებაში რეალიზება. დიდი ალბათობით, ეს გეგმები რეალობისგან ძალიან შორს დგას.
ლომი: პრაქტიკულად, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ იმისთვის, რომ გარშემომყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. სამუშაოზე, ბიზნესში, მეგობრობაში და სიყვარულში თქვენზე დიდი მოთხოვნა იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, განამტკიცოთ კავშირები, შეიძინოთ ახალი მოკავშირეები. შეგიძლიათ, საჭირო შედეგის იმედი გქონდეთ.
ქალწული: დღევანდელიდღე, სჯობს, ყველაზე რთული ამოცანების მოფიქრებასა და სამომავლო გეგმების დაწყობას მიუძღვნათ – ეს ყველაზე კარგად გამოგივათ. პროექტების რეალიზაცია კი დროებით უნდა გადადოთ. დღეს ანალიზი და რთული სქემების აწყობა, პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა ყველაზე კარგად შეგიძლიათ.
სასწორი: დიდ წარმატებას მოგიტანთ გარშემომყოფებთან თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოქმედება, მაგრამ გუნდთან ერთად საუკეთესო შედეგს მიიღებთ. დღეს ყველაზე კარგს ირგვლივ მყოფებისგან ელოდეთ. ისინი მოგცემენ საუკეთესო რჩევას, მოგაწვდიან იდეას და პოზიტიურ სიახლეს შეგატყობინებენ.
მორიელი: საქმეებში წარმატება გელოდებათ, თუმცა ამაში „დამნაშავე“ იქნება არა იღბალი, არამედ თქვენი მოწადინება, სიმტკიცე, აქტიურობა და უამრავი თვისება, რაც გადაგალახვინებთ ბარიერებს და გამარჯვებას მოგიტანთ. შეგიძლიათ ყველაზე ჩახლართული საქმეებიც კი დაძლიოთ, რადგან გეცოდინებათ პასუხი ორ კითხვაზე – რა უნდა გააკეთოთ და როგორ.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენსა და თქვენს გეგმებს შორის ბარიერები შეიძლება გაჩნდეს. საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილი გგონიათ, შეიძლება მოულოდნელი მხრიდან წამოტივტივდეს და ახალი ძალისხმევა დაგჭირდეთ მათ გადასაჭრელად. მოგიწევთ მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა ყველაფრის მოსაგვარებლად.
თხის რქა: თუ რამე არ გამოგივათ, ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენ იქნებით. გაქვთ კარგი შესაძლებლობები, თუმცა, შესაძლოა, არ გამოიყენოთ ისინი და გვერდით ჩაუაროთ. ამას გარდა, არის ალბათობა, რომ ძველი შეცდომები გაიმეოროთ. დღემ რომ პროდუქტიულად ჩაიაროს, არ უნდა მოდუნდეთ. იყავით ყურადღებით და განეწყვეთ პოზიტიურად.
მერწყული: შესანიშნავ დიპლომატიურ უნარებს გამოავლენთ. სურვილის შემთხვევაში საერთო ენას გამონახავთ ნებისმიერთან. თუ ვინმესთან დელიკატური კითხვები ან პრეტენზიები დაგიგროვდათ, ნუ გადადებთ საუბარს. დღეს შეძლებთ, რომ საკუთარი აზრები და გრძნობები თანამოსაუბრემდე მიიტანოთ და დიდია შანსი, რომ ის სწორად გაგიგებთ.
თევზები: ძალიან გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, თუმცა ამაზე რთული იქნება რამე საქმის დაწყება – ხართ მოდუნებული, გონებაგაფანტული. თუ თქვენი ჩარევა გახდა საჭირო რამე საქმეში, მზად ხართ საქმე უსასრულობამდე გააჭიანუროთ. ვარსკვლავები კარგად დასვენებას გირჩევენ, რათა აღიდგინოთ როგორ ფიზიკური, ისე სულიერი ძალები.