თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა სტამბულში კადეტთა შორის ევროპის თასის EFC Circuit მფლობელი გახდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
15 წლის სპორტსმენმა საქართველოდან ტურნირზე 11 ორთაბრძოლა გამართა და 11-ვე მოიგო, აღნიშნეს უწყებაში. ფინალში მან ბულგარელ კალინა ატანასოვას მოუგო – 15:12.
ქართველმა მოფარიკავეებმა ტურნირში მონაწილეობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიიღეს.