თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში რუსეთის 889,5 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2021 წლის პირველი ათი თვის მონაცემზე 419,8%-ით მეტია და 32,8%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ წლის დასაწყისიდან ათ თვეში მიიღო 4,4 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 188,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 45,2%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3 მილიონზე მეტი, რაც 137,9%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარი–ოქტომბერში. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 68,8%-ით.
ლიდერები საქართველოში ვიზიტების მხრივ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ ოქტომბერში ქვეყანას ეწვია 109,2 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 274,4%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 7,7%-ით ნაკლები.
ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით. 2022 წლის იანვარი-ოქტომბერი
|
|
|
| 889,5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტების რაოდენობა. იანვარი–ოქტომბერში მათ ისტორიულ სამშობლოში განახორციელეს 245,2 ათასი ვიზიტი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით ორჯერ მეტია.
ტურისტების ძირითადი ნაწილი – 64,4% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა (ლიდერობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი"). მეორე ადგილზეა საჰაერო გზა – 34,6% (ლიდერობს თბილისის აეროპორტი).