თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მთიან აჭარაში, სოფელ დოლოგანთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ქედის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები უახლოეს კლინიკებში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის დროს ორი ბავშვი დაშავდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე მუშაობენ ექსპერტები, რომლებმაც ავარიის ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინონ.