„მოხარული ვარ, რომ შევხვდი“: როგორ აფასებს ბრიტანეთის ელჩი ილია მეორესთან შეხვედრას

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართა.
როგორც მარკ კლეიტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე დედოფალ ელისაბედ II-ის ღვაწლზე, დიდი ბრიტანეთი–საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრაზე განვიხილეთ მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის ღვაწლი, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირები“, – დაწერა ბრიტანეთის ელჩმა „ტვიტერში“.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ის, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისთვის.
კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა>>
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს