თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ხარაზიშვილმა (90 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანეს.
ხარაზიშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი კრიჟანსკი იპონით დაამარცხა. რამდენიმე წუთში ოქროს მოსაპოვებლად ტატამზე სულამანიძე გავიდა და უნგრელი ვეგი მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
უნდა აღინიშნოს, რომ სულამანიძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ბრინჯაოსთვის იჭიდავა 18 წლის მიხეილ ჯაფარიძემ (100), მაგრამ იგი იტალიელ ძიუდოისტთან დამარცხდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გაემგზავრა – ცხრა ვაჟი და ოთხი ქალი.
დღეს ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა და აქდან ხუთი ფინალურ ბლოკში მოხვდა.
ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ საბა ინანეიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78).