თბილისში მამაკაცმა ბინაში შეჭრა ბავშვზე მუქარის გზით სცადა

მომხდარის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში ბავშვის დის მიერ გავრცელებული პოსტიდან შეიტყო.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 26 წლის მამაკაცი სხვის ბინაში შეღწევის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, წარსულში ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა საცხოვრებელი ბინის კარზე დააკაკუნა და სახლში მყოფ ათი წლის ბავშვს სთხოვა კარი გაეღო, რადგანაც დახმარება სჭირდებოდა.
არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით შეეცადა აეძულებინა არასრულწლოვანი სახლში შეეშვა.
ახალგაზრდა მამაკაცმა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა ტერიტორია, რაც გოგონამ უთხრა რომ პოლიციაში დარეკავდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიმას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
მომხდარის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში ბავშვის დის მიერ გავრცელებული პოსტიდან შეიტყო.