ბათუმში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა დაინერგება

პროექტის რეალიზაციისთვის ხელისუფლება 15 მლნ ევროს გამოყოფს.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ხელისუფლება 15 მლნ ევროს გამოყოფს „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემების განვითარებისთვის, რაც სატრანპორტო ნაკადების ავტომატიზებულ მართვას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლება და ველოსისტემების განვითარება, შუქნიშნებისა და ტაბლოების კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და შშმ პირებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა.

ხელისუფლების აზრით, ამან უნდა განტვირთოს ქალაქი „საცობებისგან“, შეამციროს ჰაერის დაბინძურება და უფრო უსაფრთხო გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
პროექტი განხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს