დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ოქტომბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 26 ოქტომბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
კარგი დღეს ყველაფრის მოსაწესრიგებლად, დასასუფთავებლად, ზოგადად, ჰიგიენისთვის ამ სიტყვის ფართო გაგებით; ასევე განსაკუთრებულად ხელსაყრელი იქნება რთული საკითხების გადასაწყვეტად. გექნებათ შანსი, რომ საქმის არსს სიღრმემდე ჩაწვდეთ და ის ბოლომდე მიიყვანოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ოქტომბერი – ახალმთვარეობა, მზის დაბნელება>>
ვერძი: დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან საუბრებს მოერიდეთ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირებთან – არის რისკი, რომ რაღაც არასწორად თქვათ და საკუთარი კარიერა დააზიანოთ. მოგვიანებით იოლად იპოვით საერთო ენას ადამიანებთან. არაა გამორიცხული შემთხვევითი შეხვედრა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ დიდ ცვლილებებს დაუდებს სათავეს.
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
კურო: აჯობებს, თუ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, რადგან განწყობილი ხართ რადიკალური ზომებისადმი, რამაც პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. სჯობს, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, სანამ საკუთარ აზრს გამოთქვამთ და მით უფრო, მოქმედებას დაიწყებთ. მაგრამ თუ ატყობთ, რომ სიტუაცია მომწიფებულია და გადამწყვეტი ზომების მიღებაა საჭირო, მაშინ – იმოქმედეთ.
ტყუპი: ხელსაყრელი დღეა საპასუხისმგებლო სამუშაოსთვის, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. გექნებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფული ტყუილუბრალოდ არავისთან მიდის – მოიმატებს საზრუნავიც, მოგიწევთ გეგმების კორექტირება და გასართობი ღონისძიებების გადატანა სასარგებლო საქმეების გულისთვის.
კირჩხიბი: აჯობებს, თუ მოერიდებით ადამიანებთან კონტაქტს, თავშეყრის ადგილებს. ერთი მხრივ, სურვილი გექნებათ ურთიერთობების, მაგრამ მეორე მხრივ, არის დიდი რისკი, რომ ლაპარაკის დროს ურთიერთობების გამორკვევაში შეუმჩნევლად ჩაებათ. დღეს კი თქვენი თავმოყვარეობა იმდენად გამძაფრებულია, რომ ამ ყველაფერს, წვრილმანებსაც კი მძიმე დაღის დასმა და კვალის დატოვება შეუძლია თქვენს სულში.
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
ლომი: დღემ რომ პოზიტიურად ჩაიაროს, სჯობს, ამისთვის დილიდან განეწყოთ და რაც მნიშვნელოვანია, სახლი დაასუფთავოთ და მოაწესრიგოთ. არაფერი ისე არ გაგაღიზიანებთ დღეს, როგორც ჭუჭყი და მტვერი თქვენს ბინაში. ნამცეცებსაც კი მაგიდაზე თქვენთვის მთელი დღის გაფუჭება შეუძლია. სისუფთავე კი დადებითად განგაწყობთ და სხვა საქმეებსაც მიხედავთ.
ქალწული: დღეს სხვადასხვა აზრი შეგიპყრობთ, რომლებიც თავისი მნიშვნელობითა და პრაქტიკული ღირებულებებით შეფარდებული იქნება საკრალურ კითხვასთან ცხოვრების აზრზე. თუ არ გინდათ, რომ მთელი დღე უაზრო ეჭვებში გაატაროთ, დროულად უნდა გადართოთ გონება უფრო მარტივ და პრაქტიკულ საკითხებზე. ამასთან, ასტროლოგები არ გირჩევენ ირგვლივ მყოფებისთვის შენიშვნების მიცემას, ამით უფრო გაართულებთ საქმეს.
სასწორი: გაგიჭირდებათ საქმეებს კონცენტრირება. დროს დაკარგავთ წვრილმანებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებზეც არანაირი გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ. დღის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ ახალი ინტერესები. ზოგიერთ თქვენგანს ძველი საქმის მიტოვებისა და სრულიად ახალი საქმის წამოწყების სურვილი გაუჩნდება, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს – ეს უამრავ გაუგებრობასა და ქაოსს გამოიწვევს.
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მორიელი: დღის პირველი ნახევარი სირთულეების გარეშე არ ჩაივლის. მოსალოდნელია გაუგებრობები, კამათი, დაყოვნებები საქმეებში. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარში გელოდებათ საინტერესო შეხვედრები, უჩვეულო ნაცნობობა. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი.
მშვილდოსანი: საუკეთესო რამ, რაც დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს დროის საკუთარი თავისთვის დახარჯვაა. ანუ, ასიამოვნეთ თავს, ეწვიეთ ფიტნეს–კლუბს, კოსმეტიკურ სალონს, სოლარიუმს, სპორტ–დარბაზს. სასიკეთოდ გადაწყვეტთ ფინანსურ საკითხებს. დღეს ასტროლოგები კატეგორიულად არ გირჩევენ სხვის საქმეებში ჩარევას – ეს არაფერ კარგს არ მოიტანს და ამით მხოლოდ გაირთულებთ ცხოვრებას.
თხის რქა: დილა მარტივი არ გელოდებათ. შესაძლოა, რამე ძველმა გადაუჭრელმა ამოცანებმა იჩინოს თავი, ორომტრიალსა და გაუგებრობებში ამოყოთ თავი. დროთა განმავლობაში დადებითი ტენდენციები მომძლავრდება და კარგი იქნება, თუ ამ დროს მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებთ, გამართავთ მოლაპარაკებებს და გადაწყვეტთ ფინანსურ საკითხებს. საღამოს დრო საკუთარ თავს დაუთმეთ – დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
მერწყული: მარტივი დღე არ გექნებათ. თავი ხელში უნდა აიყვანოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. დახმარებისთვის მხოლოდ სანდო მეგობრებს მიმართეთ. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში. თუ ფულს გაასესხებთ, მზად იყავით იმისთვის, რომ ან დააგვიანებენ მის დაბრუნებას, ან საერთოდ თვალით ვეღარ ნახავთ თქვენს თანხას. ეცადეთ, პირადი და საქმიანი ურთიერთობები განაცალკევოთ – ეს უსიამოვნებებს აგარიდებთ თავიდან.
თევზები: მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები, რაღაც შემთხვევები, რომელთა გამო გეგმების შეცვლა შეიძლება მოგიწიოთ. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ და კონფლიქტებს თავი აარიდოთ. ამაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. ყოფით პრობლემებს გულთან ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ – ისინი მალე გადაწყდება. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ – არახელსაყრელი დღეა რამის ყიდვისთვის.