მსოფლიო დღეს

ნატოში გაწევრიანება: ანკარაში დელეგაციათა შეხვედრა მიმდინარეობს

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ანკარაში თურქეთისა და ფინეთის იუსტიციის სამინისტროების დელეგაციათა შეხვედრა დაიწყო ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, იუწყება თურქული Millliyet.
გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის დელეგაციას იუსტიცის სამინისტროს ევროკავშირისა და საგარეო საკითხთა განყოფილების გენერალური დირექტორი ქასიმ ჩიჩექი ხელმძღვანელობს.
ფინეთმა და შვედეთმა მიმდინარე წლის 18 მაისს მიმართეს ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადებით. თავდაპირველად თურქეთმა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა, მაგრამ 29 ივნისს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელშიც ანკარის ყველა შეშფოთება იყო გათვალისწინებული. თურქეთმა, თავის მხრივ, უკან წაიღო უარი ამ ორი ევროპული ქვეყნის ნატოში შესვლაზე. 6 ოქტომბრის მონაცემებით, ჩრდილოეთის ქვეყნების ნატოში მიღებას უკვე დაეთანხმა ნატოს წევრი 30-დან 28 ქვეყანა — თურქეთისა და უნგრეთის გარდა.