თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ქუჩაში ხელყუმბარა აფეთქდა, რომელიც ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა სხვას ესროლა.
ტერიტორია გადაკეტილია, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა, ხოლო აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი გამვლელი. აფეთქებას იმდენად ძლიერი იყო, რომ ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ სახლები დატოვა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორ ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო - „მთავარი არხი“