ლიკანში აფეთქება მოხდა: დაშავდა ასაკიანი ქალი

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება ადგილობრივი სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“.
წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. სახლის მფლობელი 80 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული.
მეზობელ ბინებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, ჩამოინგრა კედლები.
შენობის მდგრადობის შემოწმების დასრულებამდე ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია მოხდება.