მსოფლიო დღეს

იბრაჰიმ კალინი: „თურქულ ნაკადზე“ დივერსიის შესახებ ერდოღანს პუტინმა აცნობა

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეჯეფ ერდოღანს გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ დივერსიის მცდელობის შესახებ აცნობა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა.

„გვაცნობეს, რომ 4 თუ 5 უკრაინელი დააკავეს რუსეთიდან თურქაკიმის გამშვებ პუნქტზე და ღონისძიებებიც გააძლიერეს. რუსეთი პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს. იმედი მაქვს, რომ დივერსია არ მოხდება, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუსეთთან“, — აღნიშნა კალინმა ტელეარხ A Haber-თან ინტერვიუში.

მანამდე, 13 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა თურქ კოლეგასთან შეხვედრისას ერდოღანს შეატყობინა, რომ „თურქული ნაკადის“ რუსეთის ერთ-ერთ მონაკვეთზე დივერსიის მცდელობა აღიკვეთა.
„მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ეს არ მოხდა და [გაზსადენი] წარმატებით მუშაობს“, — უთხრა პუტინმა ერდოღანს.
ორშაბათს, 17 ოქტომბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსეთმა შორი მანძილის ზეზუსტი იარაღით მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე, რაც უკრაინის ხელისუფლების ქმედებებზე პასუხი იყო. მისი თქმით, კიევი უკვე დიდი ხანია იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, რისი მაგალითიცაა გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ დივერსიის მცდელობა.