მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იბრაჰიმ კალინი: „თურქულ ნაკადზე“ დივერსიის შესახებ ერდოღანს პუტინმა აცნობა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიერდოღანი და პუტინი „თურქეთის ნაკადის“ გახსნისას
ერდოღანი და პუტინი „თურქეთის ნაკადის“ გახსნისას - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეჯეფ ერდოღანს გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ დივერსიის მცდელობის შესახებ აცნობა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა.

„გვაცნობეს, რომ 4 თუ 5 უკრაინელი დააკავეს რუსეთიდან თურქაკიმის გამშვებ პუნქტზე და ღონისძიებებიც გააძლიერეს. რუსეთი პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს. იმედი მაქვს, რომ დივერსია არ მოხდება, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუსეთთან“, — აღნიშნა კალინმა ტელეარხ A Haber-თან ინტერვიუში.

მანამდე, 13 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა თურქ კოლეგასთან შეხვედრისას ერდოღანს შეატყობინა, რომ „თურქული ნაკადის“ რუსეთის ერთ-ერთ მონაკვეთზე დივერსიის მცდელობა აღიკვეთა.
„მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ეს არ მოხდა და [გაზსადენი] წარმატებით მუშაობს“, — უთხრა პუტინმა ერდოღანს.
ორშაბათს, 17 ოქტომბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსეთმა შორი მანძილის ზეზუსტი იარაღით მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე, რაც უკრაინის ხელისუფლების ქმედებებზე პასუხი იყო. მისი თქმით, კიევი უკვე დიდი ხანია იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, რისი მაგალითიცაა გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ დივერსიის მცდელობა.
ყველა ახალი ამბავი
0