თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა ქვეყანაში საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის“ (საქართველო-თურქეთის საზღვარი) გავლით ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში არადეკლარირებული იარაღის შემოტანას საქართველოს მოქალაქე ცდილობდა.
ავტომობილის ჩხრეკის დროს, რომელსაც დაკავებული მართავდა, აღმოაჩინეს ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ვაზნა და სხვადასხვა ზომის 5 დანა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.