ხველებასთან ბრძოლა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ადვილი მოსამზადებელია და ამასთანავე ეფექტურიც.
1. აურიეთ მარილი და თაფლი 1:1 თანაფარდობით. კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ მდუღარე წყალში და მაშინვე წაუსვით მარილისა და თაფლის ნაზავი. ცხელი დაიდეთ ზურგის ან მკერდის მიდამოებში, ოღონდ არა გულის არეში. ზევიდან დაიფარეთ პოლიეთილენით და შეიხვიეთ თბილად. გარკვეული დროის შემდეგ კომბოსტოს აღება შეიძლება, რადგან სამკურნალო ნაზავი კანმა უკვე შეიწოვა.
2. ძლიერი ხველებისას სუნთქვის შემსუბუქებას ძალიან ეხმარება მსხალი – მურაბის ან გამომცხვარი სახით. კარგია მსხლის ჩირის ნახარშიც. ის დაბლა სწევს ტემპერატურას და ავადმყოფს წყურვილს უკლავს. ერთ ჭიქა მსხლის ჩირს დაასხით 500 მილიგრამი წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ თბილად შეფუთული 4 საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, სასურველია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
3. სამი ბანანი გათქვიფეთ. ადუღეთ 200 მილიგრამ წყალთან ერთად 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ოდნავ შეგრილებულ მასაში დაამატეთ თაფლი. მიიღეთ თბილი.
4. 10 ცალი ფინიკის ნაყოფი 500 მილიგრამ წყალთან ერთად ადუღეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ცხელი. შეგიძლიათ წყლის ნაცვლად 7-8 ცალი ფინიკის ნაყოფი ადუღოთ რძეში (200 მილიგრამი).
4. 10 ცალი ფინიკის ნაყოფი 500 მილიგრამ წყალთან ერთად ადუღეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ცხელი. შეგიძლიათ წყლის ნაცვლად 7-8 ცალი ფინიკის ნაყოფი ადუღოთ რძეში (200 მილიგრამი).
5. საოცარი საშუალებაა ხველების დროს ქიშმიში. 30 მილიგრამ ქიშმიშს დაასხით ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ. ძილის წინ მიიღეთ ქიშმიში და მიაყოლეთ რძე.
6. ბავშვებისთვის ძალიან ეფექტურია შემდეგი საშუალება: აიღეთ თითო-თითო სტაფილო, ვაშლი და ხახვი. გახეხეთ. დაიცავით პროპორცია 1:1:1. შეურიეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი. მიეცით ბავშვს დღეში ხუთჯერ თბილი სახით.
7. გახეხეთ ვაშლი, ხახვი, დაუმატეთ თაფლი. პროპორციებია 2:1:2. მოზრდილებმა უნდა მიიღონ 4-7-ჯერ დღეში, თბილი სახით.