თურქეთში შახტში აფეთქებისას მსხვერპლთა რიცხვი 28–მდე გაიზარდა

აფეთქების ადგილზე, მიწის ქვეშ 300 მეტრს სიღრმეში, 115 მუშა იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთის ჩრდილოეთით შახტში აფეთქების შედეგად მსხვერპლის რიცხვი 28–მდე გაიზარდა, იუწყება ტელეარხი TRT თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მანამდე ხელისუფლებამ 25 დაღუპულის შესახებ განაცხადა. „კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ აფეთქების შედეგად ქვანახშირის შახტში მსხვერპლი 28 ადამიანია“, – ნათქვამია ტელეარხის ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ 11 დაშავებული საავადმყოფოშია.
აფეთქება თურქეთის შახტში
აფეთქება შახტში, 300 მეტრ სიღრმეში თურქეთის ჩრდილოეთით მოხდა. ამ დროს იქ 115 ადამიანი იმყოფებოდა. ზოგიერთი ევაკუირებულია, 49 მუშა კი დაბლოკილია და ჯერჯერობით ვერ ამოიყვანეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს