თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით დღეიდან 24 ოქტომბრამდე დაიკეტება, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური.
აეროპორტის 2,5 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკის გეგმური რემონტი ოქტომბერშია გაწერილი. გაერთიანებამ ტენდერი 8 მლნ ლარზე უკვე გამოაცხადა. რემონტი მთლიანად კომპანიის შემოსავლების ხარჯზე გაკეთდება.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისში მუშაობენ, დროებით თბილისიდან იფრენენ.
კერძოდ, ავიაკომპანია Flyarystan იფრენს კვირაში შვიდი სიხშირით, Wizz Air კვირაში 39 რეისს შეასრულებს. კომპანია Wizz Air Abu-Dhabi კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს. რაც შეეხება ავიაკომპანია „ბელავიას", ის დაგეგმილს კიდევ სამ რეისს დაამატებს ბათუმის აეროპორტიდან.
უფრო ადრე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი 2,5 კმ სიგრძის ბილიკის სრული რეაბილიტაცია.