დღეს 2022 წლის 8 ოქტომბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, მოერიდეთ მათ, ვისაც სხვებისთვის დავალებების მიცემა და ხელმძღვანელობა უყვარს. ამავე დროს, თვითონაც მოერიდეთ სხვებისთვის ჭკუის სწავლებას და დამრიგებლურ ტონს.
ვერძი: ნებისმიერი წვრილმანის გამო შეიძლება გაღიზიანდეთ, თანაც თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობა შეიძლება მოხდეს. რაღაც მომენტში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სიტუაცია ხელიდან დაგისხლტათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და მოქნილი იყოთ – თუ ვერაფერს ცვლით, მაშინ ახალ გარემოებებს მოერგეთ.
კურო: დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია დიპლომატიურობა. მაგრამ სწორედ ეს უნარი არ გექნებათ დღეს. გამძაფრებულია სამართლიანობის გრძნობა და „დამნაშავეებს" ყველგან დაინახავთ. მოთმინება გმართებთ, არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა – მას ტრაგედიის კომედიად გადაქცევა შეუძლია.
ტყუპი: დღეს დაგეგმვის უბადლო ოსტატად მოევლინებით გარშემომყოფებს. ეს ეხება სამსახურსაც, ოჯახსაც და პირად ცხოვრებასაც. გარდა ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაივიწყოთ უსაფრთხოების ზომები. პროფილაქტიკური ღონისძიებები ძალიან დაგეხმარებათ და შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.
კირჩხიბი: შეიძლება დიდი სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვინმეზე იზრუნოთ, დაიცვათ. ამას მოულოდნელად გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობა გამოიწვევს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ დამცველის მთავარი როლი მხარეების შერიგებაა და არა "თავდამსხმელზე" თქვენი მრისხანების თავზე დატეხა.
ლომი: დღეს საბრძოლველად მზად ხართ. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ვის და რატომ შეებრძოლებით, ნებისმიერ ვითარებაში მზად ხართ, „პრინციპული" იყოთ. თქვენი რეალური თუ გამოგონილი მტრის მიმართ დაუნდობელი იქნებით. ცუდია, რომ ვერავინ შეძლებს თქვენი გამძაფრებული პრინციპულობის შეკავებას.
ქალწული: ნამდვილი მაქსიმალისტი გახდებით. ყველაფერში გინდათ გარკვეულობა. ასეთი კატეგორიული განწყობის გამო ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ და კონფლიქტში არ ჩაებათ, ადამიანებს უფრო თბილად მოექეცით. გახსოვდეთ, რომ შავისა და თეთრის გარდა სხვა ფერებიც არსებობს.
სასწორი: თავი უნდა შეიკავოთ და გარშემომყოფებს პირდაპირ პირში არ მიახალოთ თქვენი აზრები. თავშეკავება კი რთული იქნება, რადგან ბევრი შეეცდება თქვენს პროვოცირებას. არაა გამორიცხული, რომ ვინმემ პირდაპირ გკითხოთ, რას ფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე. სჯობს, „ოქროს შუალედი" დაიცვათ.
მორიელი: თუ ბოლოს დროს რამე საქმეში შუამავლის როლს ასრულებდით, დღეს საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ – შემრიგებლის როლი თქვენთვის არაა. ამას გარდა, შერიგება თვითონ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ, იმდენად კატეგორიული და უხეში შეიძლება იყოთ. ამიტომ სჯობს, თავი შეიკავოთ და ენას კბილი დააჭიროთ.
მშვილდოსანი: დღეს ოჯახში ნამდვილი ტირანის როლი შეიძლება მოირგოთ, ყოველ შემთხვევაში ოჯახის წევრებს ასე მოეჩვენებათ. გეცოდინებათ, ვინ როდის რა უნდა გააკეთოს და ამას მკაცრად გააკონტროლებთ. უარესი იქნება, თუ ოჯახის რომელიმე წევრთან პრობლემები დაგიგროვდათ. მათი გადაჭრისგან სჯობს, თავი შეიკავოთ.
თხის რქა: არის რისკი, რომ კრიტიკის ობიექტი გახდეთ. ეს შეიძლება ალერსით ნათქვამი საყვედურები იყოს საყვარელი ადამიანისგან და კონსტრუქციული კრიტიკა კოლეგებისგან, უფროსების უკმაყოფილო ბუზღუნი და სხვ. სჯობს, სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად აწონ–დაწონოთ და სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდეთ.
მერწყული: ვითარება თქვენგან დღეს ფინანსური საკითხების გადაჭრას მოითხოვს, განსაკუთრებით საყურადღებოა უკვე დაგროვებული თემების გადაწყვეტა. ამას გარდა, გეყოფათ სითამამე, რომ მოძებნოთ ახალი სამუშაო, დაელაპარაკოთ ხელმძღვანელობას ხელფასზე და ა.შ. თქვენი სიმტკიცე წარმატებას განაპირობებს.
თევზები: არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ სხვის მოსაზრებებს დაეთანხმოთ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, ყველას გააზიარებინოთ თქვენი აზრი. დღეს პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს დააყენებთ. ამის გამო შესაძლებელია დაპირისპირებები გარშემომყოფებთან, მაგრამ ეს უკან არ დაგახევინებთ.