ხახვი (Allium cepa L. - ხახვი ჩვეულებრივი) – ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. ხახვის რამდენიმე ასეული სახეობა არსებობს და ყველა მათგანი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ჩვეულებრივ, იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მის სამშობლოდ მიჩნეულია სამხრეთ-დასავლეთი აზია.
ხახვის კალორიულობა, შემადგენლობა, სასარგებლო თვისებები
ხახვის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 47 კკალორიაა.
ხახვის შემადგენლობაშია: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდი კვარცეტინი, რომელიც შლის ცხიმებს და აბრკოლებს კიბოს უჯრედების ზრდას; ფიტონციდები, შაქრები, ორგანული მჟავები და მინერალური ნივთიერებები. სპეციფიკური სუნი და მწარე გემო ეთერზეთის წყალობით აქვს.
ხახვის შემადგენლობაშია ასევე A, В ჯგუფის, PP, C ვიტამინები, ნიკოტინის მჟავა, კაროტინი, სპილენძი, რკინა და თუთია. ეს ყველაფერი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ ბრძოლისუნარიანობას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ხახვის წვენი შეიცავს იოდს, რომელიც აბრკოლებს ისეთი დაავადებების პროგრესს, როგორიცაა იშემია, ათეროსკლეროზი, ინფარქტი და ინსულტი.
შეძენილი დიაბეტის დროს ხახვი წმენდს სისხლს ზედმეტი გლუკოზისგან.
ვიტამინების გარდა, ხახვში მრავალი სასარგებლო მინერალური ნივთიერება შედის, ასევე მჟავები, მათ შორის, ასკორბინის მჟავა. მისი უკმარისობა შეიძლება გახდეს ანემიის, სურავანდის, გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებების მიზეზი. ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური მიღება. ფიტონციდები ხახვის შემადგენლობაში ელვისებურად კლავს სხვადასხვა მიკრობსა და სოკოს, ამის წყალობით ის ხელს უწყობს ჭრილობების, ნაკაწრების შეხორცებას.
ხახვის მუდმივი გამოყენება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას ასაკოვან ადამიანებში.
გარდა ამისა, ხახვი აძლიერებს მადას, აგვარებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ეწინააღმდეგება რესპირატორულ დაავადებებს. ხახვის ცოცხალი წვენი შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევებს, ებრძვის ათეროსკლეროზს, გაციებასა და ბრონქიტს, ჰიპერტონიასა და სქესობრივ დისფუნქციას.
ხახვს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს – საკმარისია მწერის ნაკბენზე წასმა და ტკივილი მალე გაქრება, ხოლო შესიება არსებითად შემცირდება. თუ ნაკბენი ბევრია, მასზე ტამპონში ჩადებული გაჭყლეტილი ახალი მწვანე ხახვის ფაფისებრი მასა უნდა დაიდოთ.
ხახვის სასარგებლო თვისებები სრული მოცულობით ჩნდება მისი ნედლი სახით გამოყენებისას, თერმული დამუშავების შედეგად სასარგებლო თვისებები იკლებს. ხახვს აქვს შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ.
ხახვის მიღება არ არის რეკომენდებული
ცოცხალი ხახვის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიის, შარდსასქესო ორგანოების კენჭოვანი დაავადებების, გასტრიტისა და წყლულის, ქრონიკული გულძმარვის, ღვიძლის დაავადებების დროს. იშვიათად არის ალერგიული რეაქციებიც ხახვზე. როგორც წესი, თერმულად დამუშავებული ხახვი პრაქტიკულად უვნებელია.
ხახვით მკურნალობა - ხალხური რეცეპტები
მყესების დაჭიმვისას: გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და კარგად აურიეთ. წაუსვით მიღებული მასა ქსოვილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეცვალეთ დღე-ღამეში ერთხელ.
გაჭყლეტილი ხახვის მასა ხელს უწყობს აბსცესების, ფურუნკულების მომწიფებას და იქიდან ჩირქის გამოდევნას. ამისთვის ხახვის ფაფისებური შემთბარი მასა დაიდეთ აბსცესზე (ძირმაგარაზე) და შეიხვიეთ. გამოიცვალეთ დღეში ორჯერ.
ხახვი სურდოს დროს: გახეხეთ სარეცხის საპონი, რომ მიიღოთ ორი სუფრის კოვზი, ასევე ხახვი - ორი სუფრის კოვზი, დაუმატეთ ორ-ორი სუფრის კოვზი სპირტი და რძე. კარგად აურიეთ. მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით დიდ ქვაბზე მდუღარე წყლით. ორთქლზე გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთი და შემდეგ გააცივეთ. მასაში ამოავლეთ ბამბის ქულები და მოათავსეთ ცხვირის ნესტოებში.
ხახვი გამოიყენება ყურის დაცობისას. ამ დროს უნდა აიღოთ ხახვის წვენი - 4 წილი, არაყი - ერთი წილი. კარგად აურიოთ. ჩაიწვეთეთ მიღებული მასა ორი წვეთის ოდენობით დღეში ორჯერ.
თმის ზრდისა და გამაგრებისთვის: აიღეთ 1 წილი კონიაკი, 4 წილი ხახვის გადაწურული წვენი, 6 წილი ოროვანდის ფესვის ნახარში. აურიეთ, შეიზილეთ თმის კანში, შეიხვიეთ თავი პირსახოცით 2 საათის განმავლობაში, შემდეგ დაიბანეთ. შეძლებისდაგვარად გაიმეორეთ ყოველკვირეულად.
ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის: შეურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა ხახვის წვენი ერთ ჭიქა რძესთან, კარგად აურიეთ. თუ თაფლი ჩაშაქრულია, ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, ან ჭამიდან 2-3 საათში.
დიაბეტის დროს: 2-3 დაქუცმაცებულ ხახვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა თბილი წყალი, გააჩერეთ 7-8 საათი, გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ 1 ყავის ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
კოჟრების მოსაცილებლად: ხახვის ქერქი მოათავსეთ ქილაში და დაასხით ძმარი ისე, რომ დაიფაროს მთლიანად. დაახურეთ ქილას სპეციალური ქაღალდი და მოუკარით თავი. დატოვეთ ორი კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ამოიღეთ ხახვის ფურცელი და შეაშრეთ. დაიდეთ კოჟრზე 2-3 მმ ზომის ხახვის ფურცლების ფენა, გარშემო კანზე კი წაისვით ვაზელინი ან სხვა ცხიმი. შეიხვიეთ ღამით. დილით ძალის გარეშე მოიშორეთ კოჟრი. თუ არ მოძვრა, პროცედურა გაიმეორეთ.
ხველებისა და ბრონქიტის დროს: 500 გრამი დაქუცმაცებულ ხახვი, 400 გრამი შაქარი, 50 გრამი თაფლი, 1 ლიტრი წყალი აურიეთ, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 3 საათი. გააცივეთ, გადაწურეთ და გადაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 4-6-ჯერ. შეინახეთ კარგად დახურულ მდგომარეობაში ცივ, ბნელ ადგილზე.
ბავშვებში კბილის ტკივილისას გაჭერით ხახვი შუაზე და დაადეთ ის, თუ კბილი მარცხენა მხარეს სტკივა, მარცხენა იდაყვის, ხოლო თუ მარჯვენა მხარეს - მარჯვენა იდაყვის სახსარში (შიდა მხარეს) გაჭრილი მხრიდან, გადაახვიეთ დოლბანდით. 10-15 წუთში ტკივილი გაქრება. ამის შემდეგ ხახვი იდაყვიდან აიღეთ.
P.S. ხახვის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.