ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებს შემოდგომის შუა თვეში ბედნიერება და სასიკეთო ცვლილებები ელოდებათ.
ლომი
პროფესიულ ასპარეზზე დიდი წარმატებები გელოდებათ. საქმიანობისას ელეგანტურად მოიქცევით. ამოცანებს მსუბუქად შეასრულებთ და მიზნებს მიაღწევთ. ვარსკვლავების მხარდაჭერას ელოდეთ ბიზნესში.
შესაძლებელია მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება, შემოსავლების გაზრდა, კარიერული წინსვლა. პირად ცხოვრებაში გელოდებათ დაძაბულობის მოხსნა და ჰარმონიის მოპოვება.
ქალწული
ოქტომბერში წინა პლანზე გამოვა პირადი ურთიერთობების სფერო, სადაც ბედნიერება გელოდებათ. წყვილებს აქვთ შანსი, ერთმანეთს მეტი დრო დაუთმონ და ურთიერთობებში და გარე სამყაროსთან ბალანსი მოიპოვონ.
ხანმოკლე შვებულებას სასიყვარულო ცეცხლის კვლავ აგიზგიზება შეუძლია. მარტოხელები უფრო მომხიბლავი და მიმზიდველი გახდებიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. პროფესიულ სფეროში ყველაფერი მშვიდად და იღბლიანად წარიმართება.
მშვილდოსანი
ოქტომბერში ყველა მიმართულებით იღბალი თქვენ გვერდით იქნება. სამუშაოზე გექნებათ მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა. კოლეგებთან ურთიერთობებში ჰარმონია დაისადგურებს. არაა გამორიცხული ხელფასის გაზრდა.
პირად ფრონტზე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დიდი ხნის ოცნება აიხდინოთ. ამავე დროს ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ.