პუტინსა და ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე არ უმსჯელიათ – პესკოვი

კრემლში იმედოვნებენ, რომ ბელარუსი შესაბამის გადაწყვეტილებას „დამოუკიდებლად და დროულად“ მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ ბელარუსის ელჩი გამოიძახა და ამით გააპროტესტა ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში. ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხშაბათს ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინა დღეს აფხაზეთის პრობლემები რუსეთის პრეზიდენტთან განიხილა და მხარეები „მივიდნენ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება“ და მისი დახმარებაა საჭირო.
„ეს აბსოლუტურად შიდა საქმეა, ბელარუსის სუვერენული უფლება, და ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პესკოვმა.
საქართველოს საგარეო უწყებაში პროტესტის გადასაცემად ბელარუსის ელჩი დაიბარეს>>
მისი თქმით, ამ კონტექსტში ყირიმის აღიარებაზე საუბარი არ ყოფილა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
პრეზიდენტი: მიხარია, რომ გავაჭიანურე ბელარუსში ახალი ელჩის დანიშვნა>>
ბელარუსს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს