დღეს 2022 წლის 29 სექტემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღე არ მიესადაგება საქმეების მშვიდად წარმოებას, ამიტომ დიდი ალბათობით, დაგეგმილი საქმეები არ გამოვა. ადამიანების უმრავლესობას არაფრის კეთების სურვილი არ ექნება. თუ ამის შესაძლებლობა იქნება, სჯობს, ამ იმპულსს არ შეეწინააღმდეგოთ და დაასვენოთ ორგანიზმი.
ვერძი: დღე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ „რომელ ფეხზე ადგებით“. თუ კარგი განწყობით გაიღვიძებთ, დღე ყველა მიმართულებით შესანიშნავად აეწყობა. და თუ „მარცხენა ფეხზე“ ადგებით, მთელი დღე უაზროდ ჩაივლის, ვერ შეძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ყველაფერი და ყველა ირგვლივ გაგაღიზიანებთ. ასე რომ არ მოხდეს, რომ გაიღვიძებთ, დაფიქრდით, კარგად გაიაზრეთ ყველაფერი და შემდეგ უკვე აუცილებლად „მარჯვენა ფეხით“ ადექით.
კურო: როგორც არ უნდა მოინდომოთ დასვენება, ამის შესაძლებლობას სიტუაცია არ მოგცემთ. მოვლენები თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს და გაიძულებთ, „არაფრის კეთების ნეტარების“ მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. სხვა რა დაგრჩენიათ, მოგიწევთ ამ თავსმოხვეულ რიტმზე აყოლა, მაგრამ არ ინანებთ: მოგეცემათ საინტერესო შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებას შეძლებთ, თუ მოვლენების სრულუფლებიანი მონაწილე იქნებით.
ტყუპი: დღეს მოულოდნელი მოგება შეიძლება მიიღოთ, ან აღმოაჩინოთ ფულის გამომუშავების უჩვეულო ხერხი. ასევე არაა გამორიცხული, დიდი თანხის დახარჯვის სურვილი გაგიჩნდეთ. ანუ თქვენს ფინანსურ სფეროზე შეიძლება იმოქმედოს ბედის სიურპრიზებმა ან განწყობის ცვლამ. ეს მხოლოდ ფინანსებზე კი არა, ცხოვრების სხვა სფეროებზეც აისახება. ასე რომ, დღეს მოულოდნელობებისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენი განწყობით ნებისმიერს გამოიყვანთ წყობილებიდან. გექნებათ რაღაც შფოთვის შეგრძნება, რომელიც ხანდახან გარშემომყოფებზე გაღიზიანებების აფეთქებით „გადმოიღვრება“. ამ შფოთვის გრძნობამ შეიძლება გიბიძგოთ ასევე სხვა მოულოდნელი საქციელისკენ, მათ შორის, რომანტიკული თვალსაზრისით. მოკლედ, დღეს ერთ ადგილზე ვერ მოისვენებთ, როგორც არ უნდა უმტკიცებდეთ საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს, რომ ყველაფერი პირიქითაა.
ლომი: დღეს დინებას უნდა მიჰყვეთ და ნება მისცეთ ცხოვრებასა და გარშემომყოფებს, არჩევანი თქვენ მაგივრად გააკეთონ. თუმცა, ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გაგაკვირვოთ, იმდენად არ ჩაჯდება ის თქვნეს ყოველდღიურ ყოფაში. ამას გარდა, დამკვირვებლის როლში ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ და დაინახავთ ბედისწერის მინიშნებებს იქ, სადაც ადრე მშვიდად ჩაუვლიდით გვერდს.
ქალწული: დღეს ბედი მოულოდნელად შეიძლება შემოტრიალდეს და თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გახსნას. ამ „შემოტრიალებაში“ რომ ჩაეწეროთ, თქვენგან, შესაძლოა, გადაწყვეტილებების უსწრაფესი მიღება გახდეს საჭირო, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. არ ამოვარდეთ რეალობიდან და მოვლენებს თვალყური ადევნეთ. სჯობს, თავად გადაწყვიტოთ, გამოიყენოთ თუ არა შანსი, ვიდრე შემდეგ თავს უსაყვედუროთ, რომ ეს შესაძლებლობა ვერც კი შეამჩინეთ.
სასწორი: დღეს მოგეცემათ საშუალება, რომ თვითორგანიზაციისა და დისციპლინის საოცრებები აჩვენოთ იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად იქნება მცდელობა, რომ ყურადღება სხვა რამეებზე გადაიტანოთ. რაც შეეხება გარშემომყოფებს, მათი მცდელობა, რომ თქვენი ყურადღება სხვა რამეზე მიაპყრონ, უშედეგოდ ჩაივლის და თუ შეძლებენ ამას, ფრთხილად უნდა იყვნენ – თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეთ.
მორიელი: დღეს გექნებათ შანსი, რომ ვინმეზე თქვენი მოსაზრება შეცვალოთ. ეს ადამიანი თქვენ თვითონაც შეიძლება აღმოჩნდეთ. ირგვლივ მყოფებიდან ვინმემ შეიძლება უჩვეულო საქციელით გაგაკვირვოთ: „უღიმღამო“ არსება „ვამპირად“ გადაიქცეს, უძუნწესი ხელგაშლილი გახდეს, ვისგანაც საერთოდ არ ელოდებით, ჭკვიანური აზრი წამოაყენოს... გამონაკლისი არც თქვენ იქნებით – გარშემომყოფებს საკუთარი მრავალმხრივი ნატურის ახალი გამოვლინებებით გააკვირვებთ.
მშვილდოსანი: დილით რომ გაიღვიძებთ, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ცვლილება შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ეს დღე მრავალ სიურპრიზს გიმზადებთ: მოვლენები განვითარდება სრულიად მოულოდნელად, არა ისე, როგორც ვარაუდობდით. ეს გაიძულებთ, რომ გადაწყვეტილებები „გზადაგზა“ მიიღოთ. მოულოდნელი ცნობა, საქმეები, ახალი ნაცნობობა – ნებისმიერ მოვლენას შეუძლია თქვენს ბედზე ზეგავლენის მოხდენა.
თხის რქა: ინტუიცია სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებაში დაგეხმარებათ. საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ, ხოლო ბედის საჩუქრები არაპროგნოზირებადი იქნება. დღე რომ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ, ამაში პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყვარეობა და მცირეოდენი ავანტიურული სული დაგეხმარებათ, და ეს რომანტიკულ სფეროსაც ეხება. არაა გამორიცხული, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს ააძგერებს.
მერწყული: დღეს იუმორთან მწყრალად იქნებით, ეს გრძნობა დაგაღალატებთ, განსაკუთრებით, თუ ვინმემ თქვენ მიმართ იხუმრა. გაღიზიანებას დიდი სიამოვნებით გადმოანთხევთ ნებისმიერზე, რომელიც გახუმრებას და რამეზე შეწინააღმდეგებას გაბედავს. გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის პროვოცირება რომ არ მოახდინოთ, კარგი იქნება, თუ მთელი თავით გადაეშვებით საქმიანობაში – აქ სერიოზულობა მხოლოდ წაგადგებათ.
თევზები: დღეს გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვინმეზე გაიმარჯვოთ და თან – არაერთხელ. თუნდაც თქვენს გეგმებში არ შედიოდეს საკუთარი უპირატესობების დამტკიცება, საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენის შესაძლებლობას თვითონ სიტუაცია მოგცემთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს – ნებისმიერ სფეროს.