ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სექტემბერს გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ტრანსპორტის გადაადგილების ნაწილობრივ შეზრუდვის მიზეზი „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებებია.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობა-2022“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 ოქტომბრის 23:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე იმოქმედებს.
მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომობილების ათონელის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით, მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც მძღოლები ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.
ვირსალაძის ქუჩიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ჭანტურიას ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, ან თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან. ასევე ვირსალაძის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ათონელის ქუჩაზე, შემდგომ მარცხნივ მოხვევით, იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით.
როგორი იქნება „თბილისობა 2022“: რას გეგმავს მერია>>
წელს „თბილისობის“ დღესასწაული 1-2 ოქტომბერს გაიმართება. შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს